საზოგადოება

„ქალებო, არავის დედამიწაზე არ აქვს თქვენი რჩენის ვალდებულება!“

ქალთა ორგანიზაციის კავშირი „საფარის“ ხელმძღვანელი, იურისტი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში  წერს:

„სრულწლოვანო ქალებო, შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ:

1- არავის დედამიწის ზურგზე არ აქვს თქვენი რჩენის ვალდებულება, არც ქმარს, არც მშობლებს, არც არავის.

2- თქვენ გაქვთ ვალდებულება არჩინოთ თქვენი არასრულწლოვანი შვილები, ბავშვის მამასთან ერთად, ისიც თუ ყავს ბავშვს მამა. თქვენი მშობლები და თქვენი დედამთილ-მამათილი ვალდებული არ არიან არჩინონ თქვენი შვილები.

დასკვნა: ქალებო, 18 წლიდან ვალდებულები ხართ ირჩინოთ თავი. მადლობა გადაუხადეთ მშობლებს, თუ ისინი 18 წლის მერე მატერიალურად გეხმარებიან, მათ ამის ვალდებულება არ აქვთ. თუ თქვენი ქმარი თანახმაა გარჩინოთ, ძალიან კარგად გახსოვდეთ, რომ ეს მისი კეთილი ნებაა და ნებისმიერ დროს შეუძლია გადაფიქრება. არავინ არ არის ვალდებული გარჩინოთ თქვენ.

პ.ს. ეს უნდა ისწავლებოდეს ბაღიდან და ყოველ დღე, და არა კრეტინობა თეთრრაშიან პრინცზე და ოჯახის სიწმინდეზე.

პ.პ.ს. კაცებზეც იგივეა, უბრალოდ კაცებს არ ატყუებენ ესე მწარედ და მთლად ამხელა ილუზიას არ უჩენენ.“-წერს პატარაია.

იურისტის პოსტმა სოციალური ქსელის მომხმარებელ ქალბატონთა ნაწილში გაღიზიანება გამოიწვია. ზოგისთვის იმავე მოწოდების მამაკაცებისთვის მიძღვნა გახდა სასურველი, ზოგმაც ოჯახი და შვილების მოვლა სამსახურს ვერ შეუთავსა. საბოოლოო ჯამში, ბაია პატარაიას პოსტმა ათასობით მოწონება დაიმსახურა.

იტვირთბა....