ჩემი ლიკვიდაცია იგეგმება,- ამის შესახებ პარტია „ცენტრისტების“ ლიდერი, ვლადიმირ ბედუკაძე სოციალურ ქსელში წერს:
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს! სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia, საქართველოს პროკურატურა/POG ერთ-ერთი ააიპ-ის წარმომადგენელის ცნობით, იგეგმება ჩემი ლიკვიდაცია წინასაარჩევნოდ.
გთხოვთ, დაადგინოთ გავრცელებული ცნობების სიზუსტე.
პარტია “ცენტრისტები”, ლადო ბედუკაძე“ – აღნიშნულია ბედუკაძის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „ცენტრისტების“ ლიდერის ცნობით, მას სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს. ბედუკაძეს დაცვა 2012 წლის ოქტომბრიდან, „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის შემდეგ დაენიშნა.