ახალი ამბები საზოგადოება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განმარტებას აკეთებს

 

საინფორმაციო სააგენტო „მეტრონომმა“ გაავრცელა ინფორმაცია სახელწოდებით: „3 ახალგაზრდა დაიღუპა: დაფნარის ავტობანმა ადამიანების  სიცოცხლე ისევ იმსხვერპლა“, აღნიშნულ ინფორმაციას დართული აქვს აგარა-რუისის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ფოტო. ამავდროულად, მეტრონომის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ  ავტობანის მონაკვეთი დაფნარი-ბაში 15 ივლისს გაიხსნა და აღნიშნულ მაგისტრალზე რამდენიმე კვირის წინ ავტოავარიაში რაგბის ნაკრების წევრები მოხვდნენ, რის შედეგადაც 4 ადამიანი გარდაიცვალა. სამის მდგომარება ამ დრომდე მძიმეა.
გვსურს გაცნობოთ, რომ მონაკვეთი, რომელზეც მოხვდა ავტოსაგზაო შემთხვევა, არ გახლავთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ე.წ. ავტობანის ნაწილი. ავარია, რომელმაც 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე მოხდა. გზის აღნიშნული მონაკვეთი დასახლებულ პუნქტზე, სოფელ დაფნარში გადის და მას საერთო არა აქვს არც ჩქაროსნული მაგისტრალის ახლად გახსნილ მონაკვეთთან და არც თანდართულ ფოტოსთან.
აქვე გაცნობებთ, რომ ჩქაროსნული მაგისტრალის ახლად გახსნილ ბაში-დაფნარის მონაკვეთზე არც ის ავტოსაგზაო შემთხვევა მომხდარა, რომელშიც საქართველოს რაგბის ნაკრების წევრები მოყვნენ.

იტვირთბა....