თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგია დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება გლდანის, ჩუღურეთის, მთაწმინდის და საბურთალოს რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.
გლდანის რაიონში, 10:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, V მიკრორაიონების, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, წერეთლის გამზირის, ვაგზლის მოედნის, ცაბაძის, აგლაძის, ვახუშტი ბაგრატიონის, ყიფიანის, ფოთის, ევდოშვილის, წინამძღვრიშვილის და ქუთაისის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ქიქოძის, ლერმონტოვის, მაჩაბელის და ლეონიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და კაპანელის ქუჩის მაცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.