თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად „ქართული პარტიის“ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი, გორის ქუჩებში მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარებას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ცხოველების დაძინებით ხედავს.
“რაც არ უნდა ილაპარაკონ ვიღაც არასამთავრობოებმა, რომ ეს არის არაჰუმანური აქტი, ჯობია 10 კაცი იყოს კმაყოფილი, ვიდრე ერთი უკმაყოფილო. 6 წელი ევროპაში ვიცხოვრე და ვიცი, დაძინების პროგრამა არსებობს. დააძინებ ამ ძაღლებს და პრობლემა მოგვარდება, ვიდრე 24 საათი აჭამო.” –აცხადებს ოქრუაშვილი.
პოლიტიკოსის ამ განცხადებას ცხოველთა უფლებადამცველები ეხმაურებიან. ერთ-ერთი მათგანი ყოფილ მაღაჩინოსანს შეურაცხადს უწოდებს .
„ეს არის მარაზმი. ადამიანი რომელიც პოლიტიკაში მოდის და ხალხს მიუსაფრების მკვლელობას პირდება ეს არის ყოვლად მიუღებელი – დანაშაული. ეს ადამიანი არის არაადეკვატური. ებრძვის ცხოველებს, რატომ? ეს არის სულიერად სუსტი ადამიანის საუბარი, მას სჭირდება ფსიქოლოგი და არის შეურაცხადი, ალბათ მას თავისზე სუსტების მიმართ შიში აქვს -ეს არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანის ქმედება, გულიანი წამოძახილი და დაუფიქრებელი განცხადება ის რასაც ფიქრობს ხმამაღლა ამბობს, მან არ იცის ევროპაში ცხოველებს როგორ ექცევიან. ავუხსნი: თითქმის ქუჩის პირობებშიც კი დაიწყო სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამა, ვაქცინირება, ეს რომ ევროპის ქვეყნებში გაიგონ, ზუსტად ისინი შეიტანენ ჩვენს მაგივრად საჩივარს და მე თავს ვალდებულად ვთვლი ხმა მივაწვდინო, ევროპის იმ ქვეყნებს სადაც ცხოველთა ჰუმანური პირობები უკვე შექმნილია კი აძიებენ ცხოველებს ჰუმანურად, მაგრამ ეს ისეთი დაავადებების დროს როდესაც ადამიანისათვის საშიშია და გადამდები, მაგრამ არა ჯანმრთელ ცხოველებს, როგორც ოქრუაშვილმა განაცხადა. ადამიანი რომელიც პირდება ადამიანებს ძაღლების ამოხოცვით, არ მესმის ასეთ მკვლელს ვინ უნდა მისცეს ხმა? როგორ შეიძლება ჩვენი შვილების და ჩვენი მომავალი მკვლელს ჩავაბაროთ? იმდენად შემძრა ამ ამბავმა საუბარიც მიჭირს ოქრუაშვილმა იქნებ წაიკითხოს 259-ე მუხლი და არ მესმის ქუჩის ცხოველები რატომ არ უნდა იყოს ქალაქში? “ – აცხადებს საქართველოს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წევრი ირმა მთიულიშვილი.