საზოგადოება

როგორ გავიგოთ ზოდიაქოს მიხედვით, რომ საყვარელ ადამიანს არ უყვარხართ

ვერძი

ვერძებს არ შეუძლიათ ტყუილი. თუ გზნება ქრება, ხდება ცივი, უცხო და გაღიზიანებული. სიყვარულის დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელია. მცდელობა თითქმის ნულის ტოლფასია.

 

კურო

ამ ადამიანებს არ უყვართ მკვეთრი მოძრაობების კეთება. მაგრამ თვენ მაინც შეატყობთ თუ რაღაც ხდება. საჩუქრები და კომპლიმენტები, რომლებსაც გაყრიდათ კურო, იშვიათობად იქცა, სულ უფრო და უფრო მცირდება სასაუბრო თემებიც. ასეთი ადამიანები მიდიან მშვიდად, ხმაურისა და სკანდალების გარეშე.

 

ტყუპები

მათ ყოველთვის უამრავი მეგობარი და ნაცნობი ჰყავს. მიუხედავად ამისა, თქვენ მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადამიანი ხართ. თუ თქვენი რჩეული ნებისმიერი საბაბით გარიდებთ თავს და ურჩევნია მეგობრებთან ურთიერთობა, ჩათვალეთ, რომ თქვენ ის დაკარგეთ.

 

კირჩხიბი

იმის ნიშანი, რომ კირჩხიბი გაცივდა თქვენს მიმართ, გახდება რომანტიკის, ხანგრძლივი საინტერესო საუბრებისა და კეთილი განწყობის არარსებობა. ამის მაგივრად ჩნდება კამათი, წყენა და პრეტენზიები.

 

ლომი

დიდსულოვანი ლომი მუხანათურად არ დაიწყებს თქვენს მოშორებას, თუნდაც აღარ ჰქონდეს არავითარი გრძნობები. ის პირდაპირ გეტყვით მწარე სიმართლეს, მაგრამ ეცდება  რაც შეიძლება ნაკლები სულიერი ტკივილი მოგაყენოთ.

 

ქალწული

ქალწულს უბრალოდ თქვენთვის აღარ დარჩება დრო, რომელსაც ასე აფასებს. ის ნამდვილად მონახავს უამრავ მიზეზს, რომ არ შეგხვდეთ. ბოლოს და ბოლოს, თქვენ თვითონ დადგებით განზე.

 

სასწორი

ობიექტურად თვენ ვერანაირ ცვლილებებს ვერ შეამჩნევთ მის ქცევებში, იმიტომ რომ სასწორებს უჭირთ აღიარონ ის ფაქტი, რომ სიყვარული გაქრა. მაგრამ თუ სიყვარულს ვერ დაიბრუნებენ, ისინი ეცდებიან მონახონ ახალი ცხოვრების მეგზური. როცა სიმართლე გაირკვევა, თქვენთვის ეს ნამდვილი შოკი იქნება.

 

მორიელი

სასიყვარულო ურთიერთობებში სახიფათო ნიშანია. ის ოსტატია შექმნას სიტუაციები, საიდანაც თავად მშრალი გამოდის წყლიდან, თავის მეორე ნახევარს კი დაუნდობლად სახელს უტეხს. როცა მორიელებს უყვართ, უყვართ მძვინვარედ. ზუსტად ასევე სძულთ.

 

მშვილდოსანი

ის ყოველთვის არ არის ტაქტიანი, სამაგიეროდ პატიოსანია. თუ სიყვარული გაივლის, ის პირდაპირ გეტყვით ამის შესახებ.

 

თხის რქა

სანამ თხის რქა თქვენით დაინტერესებულია, ის არ მოგაკლებთ სიყვარულსა და ზრუნვას. მაგრამ თუ დაკარგა თქვენდამი ინტერესი, სინდისის ქეჯნის გარეშე გაგწევთ მეორე ან მესამე ადგილზე.

 

მერწყული

თუ ეს ადამიანი ავლენს რომანტიკულ თვისებებს, ესე იგი ის დანამდვილებით რაღაცას გრძნობს თქვენს მიმართ. მაგრამ, თუ მერწყული თქვენთან მხოლოდ მეგობრობს, საეჭვოა, რომ მან მიონდომოს ამ ურთიერთობების გადაყვანა სასიყვარულოში.

 

თევზები

მათთვის ძალიან რთულია საკუთარ თავთანაც კი აღიარონ, რომ გრძნობა ნელდება. თევზებს შეიძლება დატანჯოს დანაშაულის გრძნობა პარტნიორის მიმართ, ამიტომ თქვენდამი ყურადღების გაზრდით, ისინი ცდილობენ გადაარჩინონ სიტუაცია. მაგრამ ეს მათ დიდხანს არ ყოფნით. მწარე სიმართლე, ადრე თუ გვიან, გამჟღავნდება.

pomada.ge

იტვირთბა....