ახალი ამბები მთავარი სამართალი

„გვამი გაათრია მარანში და ქვევრში ჩააგდო“: ყვარელში მოკლული 76 წლის ქალის მკვლელობის დეტალები

 

ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში მოკლული 76 წლის ქალბატონის დისშვილი თამარ გვერდელაშვილი გაზეთ „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დეიდის მკვლელობის დეტალებზე საუბრობს:

„დეიდაჩემს ტელევიზორი გაუფუჭდა და სამი თვის პენსია წინასწარ გამოიტანა. ეს მეზობლებმაც იცოდნენ და როგორც ჩანს, მის ყურამდეც მივიდა. პენსიის წაღება უნდოდა ალბათ, მაგრამ თინა დეიდას დაუნახავს და წინააღმდეგობა გაუწევია. ჩვენებაში ამბობს, რომ ქურდობის მოტივით მის სახლში არაერთხელ შეპარულა და მოუპარავს რაღაცები. ამჯერად კი ვერაფრის წაღება მოასწრო.

სკამი ჩაურტყამს და ისე მოუკლავს. მერე გვამი გაათრია მარანში, ქვევრში ჩააგდო და ზედ მიწა მიაყარა. ალბათ, ფიქრობდა, ვერავინ იპოვისო, მაგრამ რამდენიმე დღეში დააკავეს. მადლობელი ვარ გამოძიების, თავი არ დაზოგეს, ძალიან კარგად იმუშავეს. მეც და მთელი სოფელი მოვითხოვთ, რომ მკვლელი სასტიკად დაისაჯოს.

მსგავსი არაფერი ყოფილა (სექსუალური ძალადობის მცდელობა). ექსპერტებმაც ნახეს ცხედარი და არ დადასტურდა. მკვლელობის მოტივი იყო ქურდობა. თითონაც აღიარებს ამას. ამბობს არ მინდოდა მოკვლა, შემომაკვდაო“, – აღნიშნა თამარ გვერდელაშვილმა  “პრაიმტაიმთან“.

იტვირთბა....