aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„არ შეიძლება პედაგოგების გამუდმებული ტესტირებები და გამოცდები“

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, რომ მასწავლებლების გამუდმებული ტესტირება არ შეიძლება:

„ჩვენ ავწევთ ჩვენი პედაგოგების პრესტიჟს, არ შეიძლება, გამუდმებული ტესტირებები, გამოცდები და ყოფნა-არყოფნის რისკის წინაშე დაყენება იმ ადამიანების, რომლებმაც ყველაზე გაჭირვებული წლების განმავლობაში საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ფასად უზრუნველყვეს ჩვენი მომავალი თაობის განათლება და ინტელექტუალური განვითარება.

ჩვენ არ გვაქვს უფლება, დანაშაული ჩავიდინოთ საკუთარი ახალგაზრდების წინაშე და 4 წლის განმავლობაში ილუზიაში ვამყოფოთ ისინი, ვაიძულოთ, რომ გაიღონ უკანასკნელი რესურსი, რათა ისწავლონ იმ პროფესიებზე, რომლებიც რეალურად არ არის მოთხოვნადი, ამიტომ აქ საჭიროა ძირეული რეფორმა იმისათვის, რომ უმაღლესდამთავრებული ადამიანი პირდაპირ დასაქმდეს“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

იტვირთბა....