გაზეთი „პრაიმტაიმი“ სტატიას აქვეყნებს სათაურით:“ ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პრაღაში სოფო ნიჟარაძესთან ერთად ისვენებს“.
გაზეთის ინფორმაციით, სააკაშვილი და ნიჟარაძე ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში დაბინავდნენ და კარგადაც ერთობიან, მაშინ როდესაც, უკრაინის პრეზიდენტმა, პოროშენკომ, სრული სამხედრო მზადყოფნა გამოაცხადა.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ოდესის გუბერნატორმა ძვირადღირებულ მოგზაურობაში სამხედორებისთვის განკუთვნილი ფული დახარჯა. ამის შესახებ განცხადება უკრაინის დეპუტატმა დიმიტრი გოლუბოვმა არაერთხელ გააკეთა. დეპუტატი ირწმუნებოდა, რომ ჯარისკაცების დასახმარებლად შექმნილი ფონდიდან, სადაც ბიზნესმენებმა დიდი ოდენობით თანხა ჩარიცხეს, რამდენჯერმე სოფო ნიჟარაძის ოდესაში ჩასვლა დაფინანსდა.
„სააკაშვილის სატელევიზიო განცხადებები მის რეალურ ცხოვრებას ისეა აცდენილი, რომ მოსახლეობაში ეს უკვე დიდ იმედგაცრუებას იწვევს. მით უფრო, რომ მისი მეუღლე სანდრა რულოვსი ინტერვიუებსა და ფოტოებში ძირითადად მარტო ჩნდება. მისი იმიჯი შვილებზე მზრუნველი ქალია“, – წერია სტატიაში.