ახალი ამბები მთავარი სამართალი

“სამართლიანი არჩევნები” ბედუკაძის პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნაზე სასამართლოს მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” აპროტესტებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აპირებს მიმართოს სააპელაციო სასამართლოს. ISFED-ის მოთხოვნაა, “ამომრჩევლის მოსყიდვის გამო”, ცენტრისტებს საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდეს. მიზეზად, ორგანიზაცია 20 ივლისს ქვემო ქართლის ტელევიზიაში გამოსვლისას თემურ ხაჩიშვილის დაპირებებს ასახელებს. პარალელურად, სამართლიანმა არჩევნებმა საჩივარი ცესკო-შიც შეიტანა.

“დღეს სააპელაციო სასამართლოში შევიტანთ სარჩელს პარტია ცენტრისტების მიერ 400 ლარიანი რუსული პენსიით ამომრჩევლის მოსყიდვის საქმესთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვქონდა უკვე სარჩელი  პირველი ინსტანციის სასამართლოში, რომელმაც ამ ეტაპზე არ დააკმაყოფილა, ჩვენ არ ვიზიარებთ მოსამართლის მსჯელობას, რომ თურმე რუსული პენსიის გაცემა და მისი დაპირება არის მხოლოდ პარტიის საპენსიო და სოციალური პოლიტიკის ხედვა, საუბარია კონკრეტული პირებისთვის ამ ეგრეთწოდებულ რუსული პენსიის გადაცემაზე, რომლებიც დარეგისტრირდებიან  პარტიის ოფისში,“ – განაცხადა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

იტვირთბა....