პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა. ესტაკადის გახსნამდე, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად, პუშკინის სკვერის მიმდებარედ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და ახალი ხიდის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რის შემდეგაც ხიდზე წლების შემდეგ ავტომობილების პირველმა ნაკადმა გაიარა.
ნარმანიას თქმით, აღდგენილი ორმხრივი მოძრაობა ქალაქის ისტორიული ნაწილს საცობებისგან განტვირთვას.
“15-ზე მეტი ქუჩა განიტვირთება და საცობები აღარ იქნება, მეორეს მხრივ კი, შენარჩუნდა ის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, რომელიც საინტერესო და მიმზიდველია ტურისტებისთვის და რაც ყველაზე მთავარია, ქალაქის ეკოლოგიურ გარემოზე პოზიტიურად აისახება. ეს პროექტი ერთ-ერთია იმ 10 პროექტიდან, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ქალაქში მოძრაობის საცობებისგან განტვირთვის მიმართულებით და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას”.-აცხადებს ნარმანია.
მერიის განმარტებით, ესტაკადა ლითონის კონსტრუქციითაა ნაგები და ახალი ხიდის სიმაღლის დონე თითქმის არსებული გზის შესაბამისია.