ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა ხდება აჭარაში: როგორ ამინდს ვარაუდობენ შტორმის შემდეგ

ბათუმში, გუშინ განვითარებული 5 ბალიანი შტორმის შემდეგ ქალაქის მერია უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. როგორც „მეტრონომს“ ბათუმის მერიაში განუცხადეს, მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები. ამ დროისთვის დასუფთავებულია მთლიანი ქალაქი და შემოერთებული ტერიტორიები, მორიგე ჯგუფები აგრძელებენ სამუშაოებებს ქალაქის სხვადასხვა უბნებში.

რაც შეეხება ამინდის პროგნოზს, „მეტრონომს“ გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, რომ აჭარაში უკვე გამოიდარა. ხვალ, 16 აგვისტოს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, უმნიშვნელო წვიმით, 17 და 18 აგვისტოს შესაძლებელია მცირე, ხანმოკლე წვიმა,  19 აგვისტოდან კი გამოიდარებს და უნალექო ამინდები იქნება.

ამ ეტაპისთვის ბათუმის სანაპიროებზე წითელი ალმები შენარჩუნებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაზე ბანაობა აკრძალულია. ბათუმის სანაპიროებზე 3-4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება.

იტვირთბა....