ახალი ამბები პოლიტიკა

“ყოველ დილით შეგახსენებთ თავს”: ხიდაშელი სუსისგან განმარტებას მოითხოვს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სუსი-სგან განმარტებას მოითხოვს, რა კეთდება რუსული პროპაგანდისა და პოლიტიკის აღკვეთისთვის.

„ხელისუფლების, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურების როლი და ფუნქცია გაცილებით დიდია და შესაბამისად, როდესაც ყველა ერთად – პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და ბოლოს, პრემიერიც, სრულიად პოლიტსპექტრი – ერთ აზრზეა და ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში ეჭვმიტანილად აცხადებს პარტიას, რომელსაც როგორც ჩანს, დაფინანსება აქვს, ამბობენ დაცვით დადიან, ხელისუფლება მფარველობსო და ა.შ., სანამ სუს-ისგან არ მოვისმენთ განმარტებებს, რა ზომებს ატარებენ რუსული პროპაგანდის, ქართულ პოლიტიკაში რუსული აგრესიის და რუსული პოლიტიკის აღკვეთისთვის, ყოველ დილით შეგახსენებთ თავს“. – წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....