პარტია “ცენტრისტების” ლიდერი ლადო ბედუკაძე ამბობს, რომ ის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პოზიციას გაიზიარებს და მხოლოდ ილია მეორეს დაეკითხება აზრს. ამის შესახებ მან ტლეკომპანია “პირველთან” ინტერვიუში განაცხადა.
” მინდა გავაფრთხილო სხვა პარტიები, ცეცხლს ეთამაშებით ბატონებო. თქვენ ხართ სამშობლოს მოღალატეები, თქვენ ხართ სამშობლოს მტრები. ერთადერთი ადამიანი ვის პოზიციასაც, ვის შეხედულებასაც მე გავიზიარებ ეს იქნება ბიძინა ივანიშვილი, ერთადრთი ადამიანი ვისაც მე დავეკითხები აზრს ეს იქნება საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია მეორე. დანარჩენი ყველა არარაობები ხართ ჩემთვის, ჩარეცხილი სააკაშვილის ხელისუფლების მიერ”.-აცხადებს ბედუკაძე.
შეგახსენებთ, 400 ლარიანი რუსული პენსია, რუსეთის მოქალაქეობა და რუსეთის სამხედრო ბაზების დაკანონება – არჩევის შემთხვევაში მოქალაქეებს ამ ყველაფერს პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტები” პირდებიან. შესაბამისი ვიდეო რგოლი საზოგადოებირვი მაუწყებლის ეთერში გადიოდა.