ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

შვეიცარიაში მატარებელზე თავდამსხმელი დაიღუპა

შვეიცარიაში მატარებელზე  თავდამსხმელი 27 წლის  მამაკაცი და ერთი დაშავებული საავადმყოფოში დაიღუპნენ.

პოლიციის ცნობით, მიყენებული ჭრილობებისგან დღეს კლინიკაში 34 წლის ქალი გარდაიცვალა.

საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება კიდევ 5 დაშავებული, ორი მათგანი, მათ შორის 6 წლის ბავშვი, მძიმე მდგომარეობაშია.

BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ დროისთვის თავდასხმის მოტივი კვლავ უცნობია.

შეგახსენებთ, თავდასხმა სალეზის რკინიგზის სადგურთან გუშინ საღამოს მოხდა. დანით შეიარაღებულმა პირმა მატარებელში ხანძარი გააჩინა და 6 ადამიანი დაჭრა.

იტვირთბა....