ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საკონსტიტუციოსგან “ცენტრისტების” რეგისტრაციის გაუქმებას მოვითხოვთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  გია ვოლსკიმ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვლადიმერ ბედუკაძის პარტია „ცენტრისტების საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნაზეა საუბარი.

“პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ სარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით ამ პარტიის შეხედულებები და დაპირებები, რომელიც მათ საარჩევნო კლიპებში ჟღერდება არამხოლოდ მიუღებელია ჩვენთვის, არამედ ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ეს არის მოღალატეობრივი რიტორიკა, რაც ცხადია ჩვენ საზოგადოების მხრიდან მიღებული არ იქნება. ჩვენთვის რა თქმა უნდა მიუღებელია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მსგავსი შინაარსის მოწოდებები. პარტიის კამპანიიდან მოხსნაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სასამართლომ და ახლა მხოლოდ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებაა შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ ვიყენებთ კანონით მონიჭებულ უფლებას, რომლის თანახმადაც დეპუტატების 1/5-ს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს პარტიის რეგისტრაციის მთლიანად გაუქმება – და მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს.  მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ ძალებს შემოუერთდნენ ამ ინციატივას.“-აცხადებს ვოლსკი.

შეგახსენებთ, 13 აგვისტოს პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტების” ხაჩიშვილი – ბედუკაძე საარჩევნო რეკლამა გავრცელდა. პარტიის დაპირებებია: რუსული პენსია – 400 ლარი და რუსული სამხედრო ბაზების დაკანონება საქართველოში.

იტვირთბა....