აშშ-ს შტატ ლუიზიანაში წყალდიდობს ებრძვიან. სტიქიამ სულ მცირე სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი, თუმცა საცხოვრებელ ბინებსა და მანქანებში არიან დარჩენილები.
სამაშველო სამსახურს გვარდიაც ეხმარება. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენებიც ჩართეს.
მეტეოროლოგები კი გადაუღებელ და ძლიერ წვიმებს კიდევ ერთი კვირის განმავლობაში ვარაუდობენ. ძლიერი წყალდიდობის გამო ლუიზიანას გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.