საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი გვიმრაძემ განცხადება გააკეთა “პირველი არხის” ეთერში “ცენტრისტების” რეკლამის გაშვებასთან დაკავშირებით.
გვიმრაძის თქმით, მაუწყებელი ვალდებული იყო გაეშვა უფასო სარეკლამო რგოლი და მის შინაარსში არ ჩარეულიყო.
“საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ჰქონდა არანაირი შესაძლებლობა რომ არ გაეშვა ხსენებული პოლიტიკური რეკლამა. მათ შორის არ ჩარეულიყო მის შინაარსობლივ ნაწილში. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი, თანამშრომლები ცალსახად ემიჯნებიან იმ შინაარსს, რომელიც იყო გასული არსებულ პოლიტიკურ რეკლამაში. მე აქედან გამომდინარე მინდა მოვუწოდო იმ ორგანოებს, რომლებსაც ხელეწიფებათ მსგავსი შეცდომის მსგავსი ხარვეზის გამოსწორება კანონმდებლობაში. სამწუხაროა ქვეყანაში არ არსებობდეს სამართლებრივი ბერკეტი, რომ არ ხდებოდეს ოკუპაციის დაკანონების ტირაჟირება”.-აცხადებს გვიმრაძე.
განცხადება გააკეთეს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაშიც. როგორც კომისიაში განმარტავენ მათ საკითხის შესწავლა უკვე დაწყებული აქვთ.
შეგახსენებთ, 13 აგვისტოს პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტების” ხაჩიშვილი – ბედუკაძე საარჩევნო რეკლამა გავრცელდა. პარტიის დაპირებებია: რუსული პენსია – 400 ლარი და რუსული სამხედრო ბაზების დაკანონება საქართველოში.