ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ რუხიდან 2 პირი გაიტაცეს

მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზთან.   ლევან მორგოშია და ფრიდონ მატკავა სოფელ რუხში რუსმა ოკუპანტებმა თევზაობის დროს დააკავეს. მათთან ერთად კიდევ ერთი ადგილობრივი იმყოფებოდა, რომელმაც გაქცევა მოახერხა, მატკავა და მარგოშია კი მუქარითა და გამაფრთხილებელი გასროლით ოკუპანტებმა მდინარე ენგურის მეორე მხარეს გადაიყვანეს და ავტომობილით გალში წაიყვანეს.

როგორც ოჯახისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ნათესავებისგან გახდა ცნობილი, ამ ეტაპზე გატაცებულები გალის იზოლატორში იმყოფებიან. არც ერთი მათგანი ოჯახს პირადად არ დაკავშირებია.

გატაცებულების ოჯახის წევრების თქმით გამოსასყიდის მოთხოვნის შემთხვევაში ისინი თანხის გადახდას ვერ შეძლებენ. მარგოშიასა და მატკავას ოჯახები დახმარებას ითხოვენ.

იტვირთბა....