ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჰილარი კლინტონმა ქონებრივი დეკლარაცია გაასაჯაროვა

დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა საგადასახადო დეკლარაცია გამოაქვეყნა.

დოკუმენტების თანახმად, პრეზიდენტობის  კანდიდატმა და მისმა მეუღლემ 2015 წელს 10 მილიონ დოლარზე მეტი გამოუმუშავეს. აქედან 3 მილიონ 600 ათასი კი ფედერალურ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებია.

კლინტონები ქველმოქმედებასაც ეწევიან, გასულ წელს მათ $1 მილიონი დოლარი გადასცეს საქველმოქმედო ორგანიზაცია “კლინტონების ფონდს.”

ჰილარი კლინტონმა საკუთარი ოპონენტი დონალდ ტრამპიც გააკრიტიკა, რომელმაც დეკლარაციის გასაჯაროვებაზე უარი თქვა.

პრეზიდენტობის ამერიკელი კანდიდატები საკუთარ საგადასახადო დეკლარაციას ტრადიციულად არჩევნების წინ აქვეყნებენ, თუმცა ეს მათ ოფიციალურად არ ევალებათ.

 

იტვირთბა....