ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვირჯინიის შტატში ავიაკატასტროფას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ავიაკატასტროფას ვირჯინიის შტატში 4 ადამიანი ემსხვერპლა. მცირე ზომის თვითმფრინავი აეროპორტში დაშვებას ცდილობდა, თუმცა ბილიკის ბოლოს მეორე წრეზე წასვლა დააპირა და ამ დროს თვითმფრინავი ხეებს წამოედო და ცეცხლი მოედო.

კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

ცხედრები იდენტიფიცირებისთვის რიჩმონდში გადაასვენეს.

ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

იტვირთბა....