აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“უკრაინას სჭირდება სამართლიანი მშვიდობა, სუვერენიტეტით და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე”- ზელენსკი

“საიმედო მშვიდობა უკრაინაში, მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა შესაძლებელი, სუვერენიტეტით ან ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის განცხადებით, ი რაც გამარჯვების გეგმაშია ჩაწერილი, სრულიად რეალურია უკრაინის პარტნიორებისთვის.

„მსოფლიოში არსებობს რესურსი, რომელიც საშუალებას მოგვცემს წინ წავიწიოთ „მშვიდობის ფორმულის“ მიხედვით. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, ჩვენი ამოცანა – უკრაინისთვის საიმედო მშვიდობისა და გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტირება. ეს შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, სუვერენიტეტით ან ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე – სწორედ ისე, როგორც ეს „მშვიდობის ფორმულაშია“ გათვალისწინებული. უკრაინას სჭირდება ნამდვილი, სამართლიანი მშვიდობა. ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენი ხალხიც და ჩვენი პარტნიორებიც ნამდვილად გაერთიანებულები იქნებიან. სწორედ ამისთვის ვმუშაობთ“,- ამბობს ზელენსკი.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გრძელდება უკრაინისა და აშშ-ის, ასევე სხვა პარტნიორების მუშაობა „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრის მოსამზადებლად.

იტვირთბა....