ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„ეს არის სახელმწიფოს ბრალი“ – ანა ნაცვლიშვილი სტურუას თვითმკვლელობაზე

“მახინჯი სისტემა, რომელიც კლავს!” – ასე ეხმაურება  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ანა ნაცვლიშვილი სამტრედიაში მომხდარ თვითმკვლელობას.

“რა არის იმის გარანტი, რომ ახლაც, ამ წუთებშიც პოლიცია ვიღაცას არ აიძულებს, არ აშანტაჟებს, არ აშინებს და კიდევ ერთი ადამიანი არ წერს, – დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა. გაიგეთ, რომ ეს ნარკოპოლიტიკა კლავს! ეს ნარკოპოლიტიკა არ ებრძვის ნარკოდამოკიდებულებას, მაგრამ აძლევს საშუალებას სახელმწიფოს, აშანტაჟოს, დააშინოს და მოკლას ადამიანები! ეს არ არის მარტო ერთი კონკრეტული პოლიციელის ბრალი, ეს არის სახელმწიფოს ბრალი, რომელიც აძლევს მისი სახელით მოქმედ პოლიციელს ასეთი ქმედების საშუალებას. შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა, რომელიც კლავს!” – წერს ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, 22 წლის დემურ სტურუამ, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო. წერილში, რომლიც თვითმკვლელობამდე დატოვა, წერია, რომ პოლიციელი სთხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: დაფნარში, კულაშსა და საჯავახოში.

იტვირთბა....