აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-სთან მოლაპარაკებები გადახედვას საჭიროებს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-სთან მოლაპარაკებები გადახედვას საჭიროებს.

„გასულ ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ვაშინგტონთან დიპლომატიურ კურსს უნდა გადავხედოთ. ნებისმიერ დიპლომატიურ პროცესს, სულ მცირე, სტაბილური გარემო სჭირდება“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ.

მისი თქმით, აშშ მოლაპარაკებების პროცესს ძირს უთხრის.

„დიპლომატია და ბრძოლის ველი ერთმანეთისგან გამოყოფილები არ არიან. ისინი ერთად ფუნქციონირებენ ირანის ინტერესებისა და უსაფრთხოების დასაცავად“, – აღნიშნა ესმაილ ბაღაიმ.

შეგახსენებთ, გასულ ღამეს აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გამოაცხადა, რომ ამერიკული ვერტმფრენის ჩამოგდების საპასუხოდ, ირანის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელეს. ამის შემდეგ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაჰრეინში, ქუვეითსა და იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყეს.

იტვირთბა....