აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთმა უკრაინელი სამხედროების მოსაკლავად გოგოები გადაიბირა

რუსეთმა უკრაინელი სამხედროების მოსაკლავად გოგოები გადაიბირა – ინფორაციას უკრაინული მედია ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის, ივან ვიგოვსკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ერთ-ერთი დანაშაულის აღკვეთა მოხერხდა.

“Telegram-ისა და სხვა მესენჯერების მეშვეობით ისინი პოულობენ გოგოებს, ჰპირდებიან მათ მარტივ გამომუშავებას და დისტანციურად სრულად კოორდინირებენ მათ მოქმედებებს. კერძოდ, აძლევენ დავალებას, გაცნობის საიტებზე მოძებნონ სამხედროები და შესთავაზონ თავისუფალი დროის ერთად გატარება, ხოლო დანაშაულის განსახორციელებლად კურატორები უგზავნიან თანხას ბინების დასაქირავებლად, ალკოჰოლის შესაძენად და სხვა ხარჯებისთვის. რაც მთავარია, კურატორები გოგოებს ატყობინებენ ე.წ. „ზაკლადკების“ (სამალავების) ადგილებს, საიდანაც ისინი იღებენ მეტადონს…

შემდეგ, ვითომდა რომანტიკული ურთიერთობის დროს, სამხედროს უმასპინძლდებიან ალკოჰოლური სასმელებით, რომლებშიც წინასწარ უკვე გარეულია მეტადონი. ფაქტობრივად, საუბარია დაგეგმილ მკვლელობებზე, რომლებიც ორგანიზებულია აგრესორი ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ უკრაინის მოქალაქეების ხელით. განსაკუთრებული ცინიზმი იმაში მდგომარეობს, რომ თავისი განზრახვების განსახორციელებლად მტერი იყენებს ახალგაზრდებს, რომლებსაც ხშირად ბოლომდე არ აქვთ გაცნობიერებული შედეგები ან სწრაფი ფულის შოვნის იმედი აქვთ

მოვუწოდებ მშობლებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ შვილების მიმოწერას მესენჯერებში… ცალკე მივმართავ სამხედრო მოსამსახურეებს. იყავით მაქსიმალურად ფრთხილად ინტერნეტისა და სოციალური ქსელების საშუალებით გაცნობისას. მტერი აქტიურად იყენებს ამ რესურსებს ინფორმაციის შესაგროვებლად, კონტაქტების დასამყარებლად და დანაშაულის მოსამზადებლად“ – განაცხადა ექსკლუზიურ ინტერვიუში ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა.

იტვირთბა....