ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სირიის დემოკრატიულმა ძალებმა ქალაქი მანბიჯი გაათვისუფლეს

 

„სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ აშშ-ის მხარდაჭერით სირიის ქალაქ მანბიჯზე კონტროლი დაამყარეს. ოპერაცია 73 დღე გაგრძელდა.

BBC-ის ინფორმაციით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან სრულად არის გათავისუფლებული.

შეგახსენებთ, ე.წ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ქალაქზე კონტროლი ორი წლის წინ დაამყარა.

 

იტვირთბა....