ახალი ამბები მთავარი სამართალი

თვითმკვლელობამდე დატოვებული წერილი: ბრალდებულმა პოლიციელმა თანამდებობა თავისი ნებით დატოვა

პოლიციელმა, რომელსაც ბრალად ედება ახალგაზრდაზე ზეწოლა და რომელმაც თავი მოიკლა, პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია “მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

შსს-ში განმარტავენ, რომ გამოძიების დასრულებამდე ის საკადრო განყოფილების დაქვემდებარებაში იქნება.

შეგახსენებთ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვლილმა წერილი დატოვა, სადაც წერია, რომ პოლიციელმა იგი წაიყვანა იანეთში, სცემა და დაექმურა, რომ ისეთ დანაშაულს დააბრალებდა, რომელიც მას ჩადენილი არ ჰქონდა. როგორც წერილში წერია, პოლიციელმა იგი 2016 წლის 7 აგვისტოს სცემა.

იტვირთბა....