NATO-მ 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით “საქართველოს მოუგვარებელი კონფლიქტი” მოამზადა.
წინასიტყვაობაში აღნიშნულია, რომ აგვისტოს ომის შემდეგ 20 000-ს დევნილს სახლში დაბრუნება დღემდე არ შეუძლია.
„ქვეყნის სხვა ნაწილებში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესი კი ნიშნავს, რომ ადამიანები საკუთარ მიწას კარგავენ. კონფლიქტი შეიძლება დასრულებული იყოს, მაგრამ მისი შედეგები კვლავ იჩენს თავს“, – ნათქვამია ფილმის წინასიტყვაობაში, რომელიც NATO-ს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.