ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

საიდან გაჩნდა სისხლი ოთახში: მაგდა პაპიძის საქმის ახალი დეტალები ხმაურდება

მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე PrimeTimeNews-თან საუბარში საქმის ახალ გარემოებებზე საუბრობს. მისი თქმით, არსებობს საქმის პირდაპირი მოწმე, ქაფიაშვილების მეზობელი აჩიკო, რომელმაც მაგდა შემთხვევის ღამეს, 11 საათზე ნახა. ხოლო, ომარის მკვლელობის დროდ კი 9 საათი და 15 წუთია მიჩნეული. მისი თქმით, ეს გარმოება მაგდას უდანაშაულობის უტყუარი საბუთია.

ლანა პაპიძე: აჩიკო მათი კარის მეზობელია, ასაკიანი კაცია. მახომ მოკლა აჩიკო ცემით იმის გამო, რომ კაცი ამბობდა, 11 საათზე მე რომ მოვედი სამსახურიდან, დავინახე რომ მაგდას კარი ჰქონდა ღია და ოთახს ალაგებდაო. არადა ჩემი სიძის სიკვდილი 9 საათსა და 15 წუთზე უკვე დამდგარი იყო. ეს კაცი კი ამბობს 11 საათზე მაგდას კარი ღია ჰქონდაო. ხელში ღვინის ქილა მეჭირაო და ასე მითხრა მაგდამ ახლა ომარი უნდა მოვიდეს და არ დაგინახოთ დალიოთო, გამეხუმრა მაგდაო.

აჩიკომ ჩვენება არ მისცა?

არა, მახომ იცი როგორ სცემა. პირდაპირი, ერთადერთი უმნიშვნელოვანესი მოწმე იყო. კაცი შოკში იყო. მე ვუთხარი, რატომ არ იღებ აჩიკო ძია ხმას-მეთქი, როგორ ამოვიღოო, ეშინოდა მახოსი. თქვენ ეხუმრებით ხალხო, რა სისხლის კვალი. რომ ამბობენ, ომარის პრობლემა არ ჰქონდაო. ომარის ერთი კვირის წინ გორის მაგისტრალზე ავარია შეემთხვა. კაპილარი ჰქონდა გადახსნილი და ჩემი თვალით მაქვს ნანახი, სისხლი შადრევანივით ასხავდა ცხვირიდან. ეს არაფერი არ არის? რას მელაპარაკებით ხალხო. აჩიკო პირდაპირი მოწმე იყო, მახო ქაფიაშვილი დამემუქრაო, აჩიკო ამბობდა. ოთახში რა სისხლის კვალიც აღმოჩნდა, სწორედ ამ ავტოავარიის შემთხვევის შედეგი იყო.

primetimenews.ge

იტვირთბა....