ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პოროშენკომ ყირიმთან საბრძოლო მზადყოფნის ბრძანება გასცა

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრე პოროშენკომ  ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულთან ყველა ქვედანაყოფის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია პოროშენკოს მიერ სოციალურ ქსელ  “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე პოროშენკომ რუსეთის ბრალდებებს “ფანტაზია“ უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე დიდი ხანია აქტიურად აფინანსებს და მხარს უჭერს ტერორიზმს.

საპირისპირო ბრალდებები ისმის ოფიციალური მოსკოვისგან. პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მშვიდობიან მოლაპარაკებებს ტერორი და სახიფათო თამაშები ამჯობინა.

 

 

იტვირთბა....