ახალი ამბები მთავარი სამართალი

კრიმინალური ავტორიტეტი ნოდარ ალოიანი მოსკოვში დააკავეს

საქართველოს მკვიდრი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, ნოდარ ალოიანი, მეტსახელად „ნოდარ ტბილისკი“ მოსკოვში დააკავეს, -ინფორმაციას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ნოდარ  ალოიანზე ბელგიასა და საფრანგეთში განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების გამო საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. მას  საფრანგეთის სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემენ.
რუსული მედიის ინფორმაციით, ნოდარ ალოიანი 1979 წლის 23 იანვარს თბილისში დაიბადა. 2006 წელს ის თბილისშიც დააკავეს.
ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი მან 2012 წელს მიიღო.

იტვირთბა....