ანაკლიაში 10 აგვისტოს Gem Fest 2016 გაიხსნა. ორგანიზატორები მსმენელს განსაკუთრებული პროგრამით დახვდნენ. პირველი დღისთვის 14 000-ზე მეტი ე.წ. საშვი გაიყიდა.
ფესტივალის პირველი დღის ჰედლაინერები იყვნენ: ქართველი პროდიუსერი Evol Waves, გერმანელი არტისტი Paul Van Dyk, გერმანელი დუეტი Cosmic Gate და ქართველი პროდიუსერი, Nuera.
Gem Fest -ზე წელს ხუთი სცენა მუშაობს. მთლიანობაში 135 არტისტი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალი 25 000 სტუმარს ელის.
Gem Fest-ს ანაკლია 14 აგვისტომდე უმასპინძლებს. მსმენელს ჰედლაინერებად Paul Kalkbrenner, Boris Brejacha და Fedde Le Grand მოევლინებიან.