კახეთში, დედოფლისწყაროში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დაარბიეს.
“მეტრონომს” “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურში უთხრეს, რომ თავდამსხმელებმა ოფისის შუშები ჩაამტვრიეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.