აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთი აცხადებს, რომ მაღალჩინოსნების ტელეფონებში უცხოური ჯაშუშური პროგრამები აღმოაჩინეს

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) განაცხადა, რომ გამოავლინა უცხოური სადაზვერვო სააგენტოების მიერ ჩატარებული “მასშტაბური ოპერაცია,” რომლის მიზანიც მაღალი თანამდებობის პირების მობილურ ტელეფონებში ჯაშუშური პროგრამების ჩანერგვა იყო.

“უცხოური დაზვერვის აგენტებმა სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია ფარულად, არაავტორიზებულად ამოიღეს კიბერშეტევის სამიზნეების მოწყობილობებიდან,” – წერია ФСБ-ს სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ საკითხის გამოსაძიებლად სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ФСБ-მ ოპერაციის უკან მდგომი კონკრეტული ქვეყნები არ დაასახელა, თუმცა განაცხადა, რომ დაზვერვის სამსახურებმა გამოიყენეს “დიდი საერთაშორისო IT კორპორაციებისა და მობილური კომუნიკაციების ტექნიკური შესაძლებლობები.” ФСБ-ის წარმომადგენელმა ცალკე განაცხადა, რომ თვალთვალის ქვეშ მყოფი პირები აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების სიებში მოხვდნენ.

სააგენტომ განაცხადა, რომ ოპერაციის დროს აღმოჩენილ ჯაშუშურ პროგრამას შეუძლია მონაცემების მოპარვა, საუბრების მოსმენა და მოწყობილობების მახლობლად გარემოს მონიტორინგი მგრძნობიარე ინფორმაციის მისაღებად.

იტვირთბა....