ანაკლიაში ჯემ ფესტის გახსნიდან რამდენიმე წუთში ელექტროენერგია გაითიშა, რასაც უკმაყოფილო მსმენელის შეძახილები მოყვა. დენის მიწოდება დაახლოებით ათ წუთში განახლდა, თუმცა უცნობია რა გახდა გათიშვის მიზეზი.
ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე განცხადება გააკეთა კულტურის მინისტრმა. მიხეილ გიორგაძის თქმით, მსგავსი ფაქტები “ჩექ ინ ჯორჯიას” იმიჯს ვერ შელახავს. ხუთ დღიანი მუსიკალური პროგრამა ცნობილმა დი ჯეიმ, პოლ ვან დაიკმა გახსნა. მსმენელები მსოფლიო დიჯეების მუსიკას მთელი ღამის განმავლობაში უსმენდნენ. ღონისძიების პირველი დღე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.