კომპანია Belgocontrol-ში, რომელიც ბელგიის ავიაუსაფრთხოებაზე ზრუნავს, აცხადებენ, რომ ორ სამგზავრო თვითმფრინავში, რომლებიც ბრიუსელის აეროპორტისკენ მიემართება, სავარაუდოდ ბომბებია.
ამის შესახებ Reuters იუწყება.
ბელგიის ფედერალური პროკურორი მიიჩნევს, რომ საფრთხე საკმაოდ სერიოზულია. მისი თქმით, სასწრაფოდ შესაბამისი ზომებია მისაღები.
მედიის ცნობით, აეროპორტში სპეციალური სამსახურები და სამედიცინო ბრიგადები უკვე მიემართებიან.
თუმცა, ამ დროისათვის, აეროპორტის ხელმძღვანელობა ვერ წყვეტს, სად დასვას თვითმფრინავები.