„თავისუფალი დემოკრატებიდან” მაჟორიტარულ არჩევნებში კენჭს პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია იყრის. ამის შესახებ ალასანიამ რამდენიმე წუთის წინ, გორში გამართულ პრესკონფერენციაზე თავად განაცხადა.
„მე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, მას შემდეგ, რაც ქალაქში გამოგვაკლდა თანამებრძოლი,მივიღე შემდეგი გადაწყვეტილება – მე პირადად ვიყრი გორში კენჭს, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი, გავიმარჯვებ და ეს არ იქნება მხოლოდ გორის და შიდა ქართლის გამარჯვება. მთელ საქართველოში ამას ექნება ძალიან სერიოზული გავლენა შედეგზე, რომელსაც ერთად, „თავისუფალი დემოკრატები” ოქტომბრის არჩევნებზე მივაღწევთ”. – განაცხადა ალასანიამ.