მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მაგდა პაპიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მის მიმართ უვადო პატიმრობის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, -ინფორმაციას მსჯავრდებულის ადვოკატი მარიკა ფხალაძე ადასტურებს.
მაგდა პაპიძის ადვოკატები მსჯავრდებულისთვის შეფარდებული უვადო პატიმრობის შეცვლასა და მისთვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის განსაზღვრული სასჯელის მინიმალური ოდენობის შეფარდებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს, 4 ივლისს, მოსამართლემ, ნაფიც მსაჯულებთან ერთად, უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.