ახალი ამბები მთავარი სამართალი

ყვარელში, საკუთარი სახლის მარანში, 70 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

საკუთარი სახლის მარანში 70 წლის ქალის ცხედარი იპოვეს, – შემთხვევა ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში მოხდა.

როგორც მეზობლები აცხადებენ,  მოხუცი მარტო ცხოვრობდა და ცხედარს  დაზიანებები აღენიშნება:

“რამდენიმე დღე რომ აღარ გამოჩნდა, მეზობლებმა ძებნა დავუწყეთ. დღეს დილით ქვევრში გარდაცვლილი ვიპოვეთ. სავარაუდოდ მოკლლულია, რადგან სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა”, – აცხადებენ გარდაცვლილის მეზობლები.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მოკვლევას კახეთის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.

 

იტვირთბა....