ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამგორის, საბურთალოს და გლდანის ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეუწყდება

დღეს ელექტრომომარაგება სამგორის, საბურთალოს და გლდანის რაიონებს შეეზღუდება. თელასის ცნობით, მიზეზი კვლავ გეგმური სამუშაოებია.

სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის მეორე რიგის და ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების, ძოწენიძის, ამაშუკელის, ნუცუბიძის და ჟღენტის ქუჩების მოსახლეობას. ხოლო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე – აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის II მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

იტვირთბა....