გუშინ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე, პუტინმა რუსეთისა და თურქეთის სამომავლო ურთიერთობებეზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა კრიზისამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდება. პუტინის განცხადებით, შეხვედრისას, რომელსაც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაში დიდი მნიშვნელობა აქვს, დაისახა გზები სამომავლოდ ამ ურთიერთობების აღსადგენად.
თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე, შესავალ სიტყვაში ვლადიმერ პუტინი „ძვირფას მეგობრად“ არაერთხელ მოიხსენია და განაცხადა, რომ რუსეთი და თურქეთი მზად არიან ორი ქვეყნის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის.