საქართველოს პრეზიდენტთან სარეფერენდუმო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც ქროწინების ცნების განსაზღვრას ეხება, აღარ შედგება, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი მზად იყო, შეხვედროდა რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფს, თუმცა დღეს რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა აირჩია კონფრონტაციის და შანტაჟის ენა და უარი განაცხადა ამ კონსულტაციაზე.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მზად იყო, შეხვედროდა რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფს, თუმცა დღეს რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა აირჩია კონფრონტაციის და შანტაჟის ენა და უარი განაცხადა ამ კონსულტაციაზე, რაც ნათლად ავლენს ამ ჯგუფის ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს. აქედან გამომდიმნარე, ეს დათქმული შეხვედრა აღარ შედგება,“- განაცხადა ანა დოლიძემ.