ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

შეხვედრამდე რამდენიმე ხნით ადრე ერდოღანმა სააგენტო „ტასთან“ აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორება უნდა.

„ამ ვიზიტს განვიხილავ, როგორც ახალ დასაწყისს, ახალ ფურცელს ჩვენს ურთიერთობაში. მინდა ჩემი და ჩემი ხალხის მხრიდან მადლიერება გამოვხატო ვლადიმერ პუტინის მიმართ, მისი მხარდაჭერისთვის. თურქეთში მომხდარი ამბოხის მერე მან დაუყოვნებლივ დააფიქსირა, რომ ჩვენს გვერდით დგას. ევროპა საერთოდ არ გვიჭერს მხარს. მათგან არაფერი მიგვიღია მიუხედავად დანაპირებისა. აქვე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ რუსეთი ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს სირიაში მშვიდობის დასამყარებლად. მწამს, რომ რუსეთმა და თურქეთმა ერთობლივი ძალებით უნდა მოაგვარონ აღნიშნული კონფლიქტი“, – განაცხადა ერდოღანმა.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ წელს თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი სირიის საზღვართან ჩამოაგდო.

 

იტვირთბა....