ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი, ექს-პრემიერი და კიევის მერი დაკითხვაზე დაიბარეს

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, ექს-პრემიერი არსენი იაცენიუკი და უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს მდივანი ალექსანდრ ტურჩინოვი დაკითხვაზე დაიბარა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული პრესა ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი პრესა იუწყება, საქმე ეხება 2014 წლის იანვარ-თებერვალში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც მაიდანის აქტივისტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს.

 

იტვირთბა....