ამერიკელი მშვილდოსანი ბრედი ელისონი, რომელიც ოლიმპიადაზე გამარჯვებული გახდა, მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცა. მისი პოპულარობის მთავარი მიზეზი კი, ოსკაროსან მსახიობთან, ლეონარდო დიკაპრიოსთან საოცარი მსგავსება გახდა.
„ლეონარდო დიკაპრიომ მშვილდის სროლაში ივარჯიშა“ – ამ სათაურით ერთ-ერთმა ამერიკულმა გამოცემამ სტატია გამოაქვეყნა და ოლიმპიელისა და მსახიობის საოცარ მსგავსებას გაუსვა ხაზი.