შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ნ. შ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 50 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 7,4071 გრ ნარკოტიკულ საშუალება „მდმა“-ს შეიცავს. ნ. შ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).