ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სერგეი ლავროვმა კონდოლიზა რაისს უთხრა, რომ რუსეთს სურდა საქართველოს სრული განადგურება“

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს  რუსეთის მიზანი საქართველოს სრული განადგურება იყო:

“როდესაც რუსეთი შემოვიდა, მეორე დღეს ჩემთან ამერიკის ელჩი მოვიდა და მითხრა: კონდოლიზა რაისმა ჰკითხა ლავროვს, რა იყო მათი მიზანი საქართველოში შეჭრის დროს. მე ვკითხე, რა უპასუხეს-მეთქი და: „საქართველოს სრული განადგურებაო”. მათ ქართველი ერის განადგურება სურდათ და ამას არც კი მალავდნენ.

უკრაინაში ვამზადებდით ჩვენს სამხედრო სპეციალისტებს. უკრაინამ მოგვცა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, რომელსაც სრულიად კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა შეჭრის პირველ დღეებში. უკრაინამ გადმოგვცა „ბუკ“-ისა და „ოსა“-ს სისტემები, რომელთა საშუალებით ჩვენ 12 რუსული ბომბდამშენი ჩამოვაგდეთ, მათ შორის სტრატეგიული ბომბდამშენი ტუ-22 მ-3, რომელიც მანამდე არავის არასდროს არ ჩამოუგდია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, როცა ამბობენ, რომ კონფლიქტის დამწყები საქართველო იყო, ამ დროს ბევრს ავიწყდება, რომ რუსული შავი ზღვის ფლოტის ხომალდებმა უკრაინული წყლების დატოვება 2008 წლის აგვისტომდე დაიწყეს.

იტვირთბა....