aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ვის შეეწირა „ხერთვისის“ ხელმძღვანელი: „ცოლზე ეჭვიანობდა თურმე“

aviabiletebi
ავიაბილეთები

6 აგვისტოს, თბილისში, ქერჩის ქუჩაზე არსებულ სარეპეტიციო დარბაზში, ანსამბლ “ხერთვისის” ხელმძღვანელი, 30 წლის  ვანო წიკლაური მოკლეს. მკვლელობის მოტივზე „კვირის პალიტრასთან“ მისმა მეგობარმა ისაუბრა:

„- ვანო წიკლაურის მკვლელობაზე რამდენიმე ვერსია გავრცელდა…

– დიახ. მაგრამ ძირითადი ვერსია ის არის, რომ ვანო მისი აღსაზრდელის მამამ ეჭვიანობის გამო  მოკლა, – ცოლზე ეჭვიანობდა თურმე, რომელსაც ბავშვი ცეკვაზე დაჰყავდა. ყველანი ვფიქრობთ, ვფიქრობთ კი არა, დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ეჭვიანობას საბაბი არ ჰქონდა, არ არსებობს, იმიტომ რომ ანსამბლში ბავშვობის მეგობრები ვართ და ვანოს სიმართლე რომც დაემალა, ისედაც მივხვდებოდით… ეჭვიანობა ავადმყოფობაა. ეს კაცი ავადმყოფია, რომელმაც არაჩვეულებრივი ადამიანი მოკლა და თავიც დაიღუპა.“

მის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ქალაქ ხაშურში დააკავეს. ის 1979 წელს დაბადებული მამაკაცია. დანაშაულის გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

წყარო: “კვირის პალიტრა”

იტვირთბა....