აშშ-ს ავიაკომპანიამ Delta-მ მსოფლიოს მასშტაბით ყველა ფრენა გააუქმა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ფრენების გადადების მიზეზი თვითმფრინავების სისტემის გაუმართაობა გახდა. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ მომხმარებელებმა ეროპორტში მისვლამდე საკუთარი ფრენის სტატუსი უნდა შეამოწმოს.
“დელტა” წელიწადში 180 მილიონ ადამიანს ემსახურება, კომპანიაში დასაქმებულია 80 000 ადამიანი. “დელტას” სათაო ოფისი ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში მდებარეობს.