თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, უწყების ნაწილში, სადაც კი ამ ეტაპზე რაიმე ურთიერთობა ჰქონია, გარკვეული პრობლემები დახვდა. მისი განცხადებით, ეს განსაკუთრებით ჯარისკაცთა კვებას და მათ სამხედრო ფორმებს უკავშირდება :
“ვამბობ, არის გარკვეული პრობლემები. ყველა ნაწილში, სადაც ურთიერთობა მაქვს სამხედროებთან, არის სამწუხაროდ გარკვეული პრობლემები. ჯარისკაცს სჭირდება ის, რომ იგრძნოს სახელმწიფოსგან მზრუნველობა”, – განაცხადა იზორიამ.
საპასუხოდ, გენშტაბის უფროსი, ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ პრობლემების საქმის კურსში იყო თავდაცვის წინა მინისტრი და მათ გადასაჭრელად სისტემური მიდგომებია საჭირო.